Thumbnail
  • NBA-ში 2022 წლის დრაფტის ლატარია გაიმარტა - პირველი ნომერი ორლანდოს ერგო
  • ინდიანა თავიდან შენდება, იქნება გოგა კლუბის გეგმებში

NBA-ში 2022 წლის დრაფტის ტრადიციული ლატარია ჩატარდა, გაირკვა ის თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც 23 ივნისს ჩიკაგოში დრაფტი ჩატარდება. მორიგ დრაფტზე ქართველ კალათბურთელს არ ველით, თუმცა ამ დრაფტმა შესაძლოა, იქონიოს გოგა ბითაძისა (ინდიანა პეისერსი) და სანდრო მამუკელაშვილის (მილუოკი ბაქსი) მომავალზე გარკვეული გავლენა. მეტიც, ლატარიამ გოგას შანსები, დამკვიდრეს ინდიანაში, გაზარდა. 

2022 წლის დრაფტის პირველ ნომრად დიდი ალბათობით, ჯაბარი სმითს აიყვანენ

ამერიკული მედია ვარაუდობდა, რომ თუ ინდიანას დრაფტში გაუმართლებდა, გუნდის უახლოესი ისტორია მთლიანად შეიცვლებოდა. პეისერსს დრაფტზე TOP 10 ადგილი 1989 წლის მერე არასდროს ჰქონია, ახლა კი ექნება - მე-6. თუმცა ინდიანას 10%-იანი შანსი ჰქონდა, პირველი არჩევის უფლება მიეღო, მაგრამ ასე არ გაუმართლდა - პირველი ორლანდო მეჯიქი იქნება. 

პეისერსს პირველ სამეულში, ან თუნდაც ხუთეულში რომ მიეღო არჩევის უფლება, ეს გოგას სამომავლო პერსპექტივებს ამ გუნდში შეამცირებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. 3-4 კალათბურთელს, რომელთა პერსპექტივის გამო, კლუბს შეეძლო გოგაზე უარი ეთქვა, უდიდესი ალბათობით, პირველ ხუთეულში აიყვანენ. რა თქმა უნდა, არიან სხვა ნიჭიერი "მაღლებიც", მაგრამ ამ შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელობა ისევ აქცენტს გოგაზე გააკეთებს და დრაფტის მე-6 ნომრად სხვა პოზიციის კალათბურთელს აიყვანს. 

საბონისის გაცვლის და ტერნერის ტრავმის შემდეგ გოგა ინდიანას ხუთეულში დამკვიდრდა

რა მოხდება დრაფტზე? ორლანდო დიდი ალბათობით, ჯაბარი სმით ჯუნიორს აიყვანს, ობერნის კოლეჯის 19 წლის მძიმე ფორვარდს. სხვათა შორის ის NBA-ის ყოფილი მოთამაშის, ჯაბარი სმითის შვილია. 

დრაფტის მე-2 ნომერი ოკლაჰომა სიტის ერგო და გუნდი დიდი ალბათობით, 216 სმ. სიმაღლის ცენტრს, ჩეტ ჰოლგრენს აიყვანს. 20 წლის ჰოლგრენი გონზაგას წარადგენს. კიდევ ერთი "მაღალი" კალათბურთელი, რომელიც გოგას პერსპექტივას ემუქრება, პაოლო ბანჩეროა, 19 წლის მძიმე ფორვარდი დიუკის კოლეჯში თამაშობს. მას, დიდი ალბათობით, მე-3 ნომრად ჰიუსტონი აიყვანს. 

ხუთეულში მოხვედრის შანსები მაღალი აქვთ გამთამაშებელ ჯეიდენ აივისა და მძიმე ფორვარდ კიიგან მიურეის. მათ საკრამენტო და დეტროიტი გაინაწილებენ. 

ასე რომ, როცა ინდიანას არჩევის დრო მოვა ოთხივე TOP "მაღალი" (სმითი, ჰოლგრენი, ბანჩერო, მიურეი) დიდი ალბათობით, არჩეული იქნება. შემდეგი ყველაზე ნიჭიერი გოგას პოზიციის მოთამაშე კი ჯეილენ დიურენია, მაგრამ მას TOP 10-ეულის მოთამაშედ არ განიხილავენ და დრაფტზე ათეულის შემდეგ ელიან. ასე რომ, დიდი ალბათობით, ინდიანა მსროლელზე ან მსუბუქ ფორვარდზე გააკეთებს - ამ მხრივ, არიზონას ბენედიქტ მატურინი კარგი კანდიდატურაა. 

ლატარიამდე რამდენიმე საათით ადრე yardbarker.com წერდა: "პეისერსი არ უნდა დაფიქრდეს ისე აიყვანოს ჯაბარი სმითი ან ჩეტ ჰოლგრენი. ამათგან რომელიმეს აყვანა ნიშნავს, რომ გოგა ბითაძე გუნდისთვის უსარგებლო იქნება და მისი გაცვლა დასჭირდებათ". 

ინდიანას მე-6 არჩევანის შემდეგ მეორე წრეში ორი არჩევანი აქვს, პირველი (31-ე) და ბოლო (58-ე). წლეულს დრაფტზე 60-ის გარდა 58 კალათბურთელს აიყვანენ. შეგახსენებთ, რომ ინდიანას ცენტრის პოზიციაზე გოგას გარდა მაილს ტერნერი და აიზია ჯეკსონი ჰყავს. 

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველ ცენტრს ინდიანასთან 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს კონტრაქტი. მისთვის მე-4 სეზონში გოგა ყველაზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებს კარიერაში - $4 765 339-ს. 2023 წლის ზაფხულში ის შეზღუდული თავისუფალი აგენტი ხდება. იმ შემთხვევაში, თუ ბითაძე მომავალ სეზონში გაამართლებს, ინდიანას შეუძლია მას მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. 

სანდრო მამუკელაშვილის მილუოკისთან სტანდარტული კონტრაქტი არ აქვს

უფრო ნაკლებად გარკვეულია სანდრო მამუკელაშვილის მომავალი NBA-ში, რადგან მას სტანდარტული კონტრაქტი არც აქვს, მილუოკისთან ეგრეთ წოდებული 2-მხრივი კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც მაქსიმუმ ორწლიანია. მისი ხელფასი პირველ სეზონში საკმაოდ მცირე იყო - $462 629. მილუოკის დრაფტზე მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს - 24-ე.  

კომენტარები

ბოლო ამბები