Thumbnail

რეალმა ბარსელონას მოუგო - ეფესი ევროლიგაზე ტიტულს დაიცავს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოლიმპიაკოსი 74:77 ეფესი
  • ბარსელონა 83:86 რეალი

ბელგრადის სტარკ არენამ ევროლიგის ოთხთა ფინალის ნახევარფინალურ მატჩებს უმასპინძლა. მოქმედი ჩემპიონი ეფესი ტიტულის დაცვას ეცდება. თურქულმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში ბერძნულ ოლიმპიაკოსს 3 ქულით მოუგო - 77:74.

ეფესს შეინ ლარკინმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო. სერბ ვასილიე მიციჩს მაგარი სტატისტიკა ჰქონდა - 15 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასი. ეფესი ჩემპიონის ტიტულის დაცვას ეცდება, მათ შარშან ფინალში ბარსელონა დაამარცხეს.

ბარსელონა ფინალში ვერ ითამაშებს, მათ რეალთან 3 ქულით წააგეს - 83:86. ნიკოლა მიროტიჩის ბრწყინვალე თამაშმა (26 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი) კატალონიელებს ვერ უშველა.

კოსიესა და იაბუსელეს ფრანგულმა დუეტმა რეალს 36 ქულა მოუტანა, მაგრამ მთავარი გმირი მაინც სერხიო ლული იყო, რომელმაც მეოთხე მეოთხედში რთული ბურთები ჩააგდო. რეალმა პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. ესპანური კლუბი ევროლიგის ფინალში მე-19-ედ გავიდა. რეალს აქამდე 10 ფინალი აქვს მოგებული და 8-ჯერ დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები