Thumbnail

პარაფარიკაობა | თიბილაშვილის ოქრო და ხეცურიანის ვერცხლი მსოფლიო თასზე

  • საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები ტაილანდში წარმატებით გამოდის
  • მსოფლიო თასზე ოქრო ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა, ირმა ხეცურიანმა - ვერცხლი

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდი ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში წარმატებით გამოდის. ნინა თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო მანამდე ირმა ხეცურიანმა ვერცხლი მოიპოვა.

ნინა თიბილაშვილმა ნახევარფინალში ანგარიშით 15:11 ბრიტანელ ჯემა კოლინზს მოუგო, ხოლო ფინალში პოლონელი კინგა დროჟი დაამარცხა - 15:9 და ოქროს მედალი დაისაკუთრა. 

ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში გერმანელ სილვია ტაუბერს 15:12 სძლია, ხოლო ფინალში მასპინძელ სანსუნ იანთან ანგარიშით 13:15 დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა.

ირმა ხეცურიანი ტაილანდში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ტაილანდში საქართველოს პარა მოფარიკავეთა ნაკრებისთვის მედლის მოპოვებას გვანცა ზადიშვილიც შეეცდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები