Thumbnail
  • გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში დარტყმების თითქმის 74% მოიგერია
  • ეს შედეგი ლა ლიგაში მესამეა, ტოპ 5 ჩემპიონატში კი - მე-14

გიორგი მამარდაშვილს ვალენსიაში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ამის თქმა უკვე ნამდვილად შეიძლება, რადგან ქართველი მეკარე, რომელიც ესპანელებმა მე-2 გუნდისთვის შეიძინეს, მთავარი გუნდის ძირითად მეკარედ იქცა.

სტატისტიკის ცნობილმა ვებგვერდმა Opta-მ ტოპლიგებში (ლა ლიგა, პრემიერლიგა, სერია A, ბუნდესლიგა, ლიგა 1) მეკარეების სეივების პროცენტული მაჩვენებლები დაითვალა და გაირკვა, რომ მამარდაშვილმა მის კარში დარტყმების 73.33% მოიგერია.

ეს ლა ლიგაში მე-3 შედეგია და მხოლოდ სევილიას კიპერ იასინ ბონოსა და რეალის მეკარე ტიბო კურტუას აქვთ უკეთესი მაჩვენებელი, ხოლო ტოპჩემპიონატებში გიორგის მე-14 ადგილი ერგო. 21 წლის ქართველი მეკარე გარდა იმისა, რომ საუკეთესო 15-ეულში მოხვდა, ისეთ მეკარეებს უსწრებს, როგორებიც ჯანლუჯი დონარუმა, უნაი სიმონი და ვოიცეხ შჩესნი არიან.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკაში გათვალისწინებულია მხოლოდ შიდა ჩემპიონატების მატჩები და მასში არ შედის ევროთასებისა და ქვეყნის სათასო შეხვედრების შედეგები. გარდა ამისა, აუცილებელი კრიტერიუმი იყო, რომ მეკარეს სეზონში მინიმუმ 10 თამაში ჰქონოდა ჩატარებული. მამარდაშვილმა კი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 18-ჯერ ითამაშა, შესაბამისად, მისი მონაცემებიც დაითვალეს. დარტყმების მოგერიების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი კი მილანის მეკარეს, მაიკ მენიანს აღმოაჩნდა.

მოგერიების პროცენტული მაჩვენებელი - ტოპ 20

1. მაიკ მენიანი (მილანი)
დარტყმების 78.79% მოიგერია
თამაში: 31

2. დავიდ ოსპინა (ნაპოლი)
დარტყმების 76.65% მოიგერია
თამაში: 31

3. კეილორ ნავასი (პსჟ)
დარტყმების 76.62% მოიგერია
თამაში: 20

4. იასინ ბონო (სევილია)
დარტყმების 76% მოიგერია
თამაში: 31

5. ვალტერ ბენიტესი (ნიცა)
დარტყმების 75.91% მოიგერია
თამაში: 36

6. ალისონი (ლივერპული)
დარტყმების 75.79% მოიგერია
თამაში: 35

7. ჟოზე სა (ვულვზი)
დარტყმების 75.47% მოიგერია
თამაში: 36

8. ტიბო კურტუა (რეალი)
დარტყმების 75.42% მოიგერია
თამაში: 35

9. სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)
დარტყმების 75.41% მოიგერია
თამაში: 36

10. იონას ომლინი (მონპელიე)
დარტყმების 75% მოიგერია
თამაში: 28

11. ვლადიმირო ფალკონე (სამპდორია)
დარტყმების 74.55% მოიგერია
თამაში: 10

12. დავიდ რაია (ბრენტფორდი)
დარტყმების 74.23% მოიგერია
თამაში: 23

13. პრედრაგ რაიკოვიჩი (რეიმსი)
დარტყმების 73.55% მოიგერია
თამაში: 37

14. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
დარტყმების 73.33% მოიგერია
თამაში: 18

გიორგიმ ლა ლიგაში 18 მატჩიდან 8-ჯერ გოლი არ გაუშვა, დარტყმების 74% მოიგერია

15. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
დარტყმების 72.58% მოიგერია
თამაში: 17

16. მარკ ფლეკენი (ფრაიბურგი)
დარტყმების 72.54% მოიგერია
თამაში: 32

17. უნაი სიმონი (ბილბაო)
დარტყმების 72.48% მოიგერია
თამაში: 33

18. კიკო კასილია (ელჩე)
დარტყმების 72.41% მოიგერია
თამაში: 13

19. ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი)
დარტყმების 72.38% მოიგერია
თამაში: 33

20. ალექს რემირო (სოსიედადი)
დარტყმების 71.95% მოიგერია
თამაში: 34

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას გასულ ზაფხულს დინამო თბილისიდან იჯარით შეუერთდა და პრესეზონის დროს კარგი თამაშით თავის გამოჩენა მოახერხა. მან სეზონის სტარტზეც ზედიზედ 6 თამაში ჩაატარა, თუმცა შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სექტემბრიდან თებერვლამდე უთამაშებელი იყო. მიუხედავად ამისა, გიორგიმ სასტარტოში ადგილი დაიბრუნა. მან ყველა ტურნირზე უკვე 21 თამაში ჩაატარა (18 ლა ლიგაში, 3 - თასზე), 9-ჯერ კარი მშრალად შეინახა (8-ჯერ ლა ლიგაში) და 22 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, გიორგი ლა ლიგამ 3-ჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო 2-ჯერ ტურის (პირველ და 35-ე ტურში) საუკეთესო მეკარედ დაასახელა. ვალენსიამ მამარდაშვილი 2021 წლის 31 დეკემბერს, გამოისყიდა და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები