Thumbnail

ბათუმი დიდი 10-ის ფინალში გავიდა და მეტოქეს ელოდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბათუმი 16:7 ყოჩები
  • ბათუმი ფინალში გავიდა, ყოჩები ხარებისა და ლელოს მოგებულს ელოდება

დიდი 10-ის პირველი ფინალისტი ცნობილია. რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა, ბათუმმა მეორე ადგილზე გასულ ყოჩებს 16:7 აჯობა და ფინალში გავიდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი კობა ჯიმშელეიშვილის ლელოთი და მამუკა ნინიძის გარდასახვით 7:0 მოიგეს.

ყოჩებმა მეორე ტაიმში ანგარიში სერგი ჩხაიძის ლელოთი და ლაშა მალაღურაძის გარდასახვით გაათანაბრა, რის შემდეგაც მამუკა ნინიძემ 3 ჯარიმის გატანა შეძლო და ბათუმი ფინალში გაიყვანა.

ყოჩებს ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მაინც აქვს. მათ ლელოსა და ხარების გამარჯვებულს უნდა აჯობონ და ფინალში ისევ ბათუმს დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრა 5 ივნისს თბილისში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები