Thumbnail

მოგება 30 ქულით - შავმა ლომმა სამხრეთაფრიკული ბულდოგსი დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბორდერ ბულდოგსი 5:35 შავი ლომი
  • ქართული ფრენჩაიზის მე-4 გამარჯვება ქარის თასზე

ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა, შავმა ლომმა სამხრეთ აფრიკაში ქარის თასზე მომდევნო მატჩი გამართა და სამხრეთაფრიკულ ბორდერ ბულდოგსს 35:5 მოუგო. შავი ლომის მორაგბეებმა პირველ ტაიმში 4 ლელო დადეს, რის შემდეგაც მეორე ნახევარში მეტოქის ჩათვლის მოედანში მხოლოდ ერთხელ შევიდნენ და საბოლოოდ 30 ქულით გაიმარჯვეს.

შავი ლომისთვის ეს ქარის თასის პირველ დივიზონში მეოთხე მოგება იყო. შეგახსენებთ, რომ შავი ლომის პირველივე შეხვედრა სიმბასსთან გაუქმდა, რადგან კენიელები ჩვენ გუნდს არ გამოუცხადნენ.

ქართული ფრენჩაიზი 28 მაისს ველინგტონში ბოლანდ კავალიერსს შეხვდება, ხოლო 3 ივნისს ჯორჯში იგლსს ეთამაშება. 11 ივნისს შავი ლომი ლეოპარდსს დაუპირისპირდება. ამ დროისთვის ქართველი მორაგბეები 19 ქულით მეოთხე ადგილზე არიან და ლიდერ გრიფონსს 11 ქულით ჩამორჩებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები