Thumbnail

კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის - ხვიჩა მომდევნო ტურში ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ხვიჩა კვარაცხელია თელავთან პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს
  • 21 წლის ფეხბურთელის დაზიანება საგანგაშო არ აღმოჩნდა

საქართველოს ნაკრებისა და დინამო ბათუმის ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა, სერიოზული არ არის.

21 წლის შემტევმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში თელავთან მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს კუნთი დაიჭიმა და მე-2 ტაიმში მოედანზე აღარ გასულა. როგორც ბათუმურ კლუბში გვითხრეს, ტრავმა საგანგაშო არ არის, ხვიჩა თავს კარგად გრძნობს და სამგურალთან მომდევნო ტურში, 25 მაისს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას დიდი ალბათობით მიიღებს.

მოგეხსენებათ, სანაკრებო მატჩების კარსაა მომდგარი და 24 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები შეიკრიბება. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში, 10-დღიან ინტერვალში ერთა ლიგაზე ოთხ მატჩს ჩაატარებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ თელავთან გოლის გატანაც მოახერხა, რომელიც მისთვის დინამო ბათუმში ჩატარებულ მე-10 შეხვედრაში მე-6 იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები