Thumbnail

ზედიზედ მეორედ - ეფესმა რეალს მოუგო და ევროლიგის ჩემპიონია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რეალი 57:58 ეფესი
  • თურქულმა კლუბმა ევროლიგა ზედიზედ მეორე მოიგო

ბელგრადის სტარკ არენაზე ევროლიგის ოთხთა ფინალი დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც ეფესი გახდა. თურქულმა კლუბმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ევროლიგის მოგება. ევროლიგის ფინალამდე, მესამე ადგილისთვის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბარსელონამ ოლიმპიაკოსს 84:74 სძლია.

რაც შეეხება ფინალს, ეფესმა რეალს დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულით აჯობა - 58:57. ფინალური მატჩში ორივე გუნდმა კარგი დაცვა ითამაშა, რის გამოც შეხვედრაში მხოლოდ 115 ქულა ჩავარდა.

მატჩის MVP სერბი ვასილიე მიციჩი გახდა, მან 23 ქულა ჩააგდო. ტიბორ პლაისის ანგარიშზე 19 ქულა იყო, ხოლო შეინ ლარკინი 10 ქულა დასჯერდა. რეალის მხრიდან მხოლოდ ვალტერ ტავარესი გადასცდა 10 ქულას, ტავარესმა 14 ქულასთან ერთად 11 მოხსნა დააგროვა.

ეფესმა ევროლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. აღსანიშნავია, რომ თურქულმა გუნდმა ორივე ფინალში ესპანური კლუბები დაამარცხა. მათ შარშან ბარსელონას 86:81 აჯობეს. ვასილიე მიციჩი კი ზედიზედ მეორედ გახდა ფინალების MVP.

კომენტარები

ბოლო ამბები