Thumbnail

'ერთად ყველაზე საოცარ მიზნებს მივაღწევთ' - მპაპე პსჟ-ში ოფიციალურად დარჩა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

პარი სენ-ჟერმენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა მის 23 წლის სუპერფორვარდ კილიან მბაპეს ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მბაპეს ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურებოდა, ევროპული მედია ვარაუდობდა, რომ ის რეალ მადრიდის ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა.

ახლა კილიან მბაპე 2025 წლის 30 ივვნისამდე პსჟ-ს საკუთრებაა. "პსჟ სიამაყით გამცნობთ, რომ კონტრაქტი გაუხანგრძლივა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდ კილიან მბაპეს", - იუწყება ოფიციალური საიტი.

კილიან მბაპე: "მინდოდა გამომეცხადებინა, რომ გავაფორმე ახალი კონტრაქტი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ აქ გავაგრძელებ ზრდას უმაღლეს დონემდე. ბედნიერი ვარ, რომ ვრჩები საფრანგეთში, იქ, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ბევრს მივაღწიე. მადლობა პრეზიდენტ ალ-ხელაიფის, მისი მოთმენისა და გაგებისთვის. ყველანი ერთად ვიქნებით გაცილებით ამბიციურები და მივაღწევთ ყველაზე საოცარ მიზნებს".

კომენტარები

ბოლო ამბები