Thumbnail

UFC Honors - დიდების დარბაზის ცერემონიაზე, გიგას სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გიგა ჭიკაძე UFC-იმ დააჯილდოვა
  • ქართველს, საქველმოქმედო საქმიანობა დანა უაითმა დაუფასა

UFC-იმ დღეს გამოაცხადა, რომ გიგა ჭიკაძე 2022 წლის ფორესტ გრიფინის ჯილდოს მფლობელი გახდა. ლეგენდარული მებრძოლის სახელობის პრიზი, ორგანიზაციის სახელით მოასპარეზე ისეთ სპორტსმენებს გადაეცემათ, რომლებიც წლის მანძილზე მოხალისეობრივ და საქველმოქმედო კუთხით გაკეთებულ საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით.

ჯილდოს მიმღებს, როგორც წესი პირადად UFC-ის პრეზიდენტი - დანა უაითი არჩევს. შედეგად, გიგა აირჩევს იმ ორგანიზაციას, რომლესაც დონაციის სახით UFC - $25,000 გადასცემს. ჭიკაძე, ამ პრიზს სამშაბათს UFC-ის დიდების დარბაზის ცერემონიაზე მიიღებს.

"გიგა იმ ათლეტისთვის ბრწყინვალე მაგალითია, ვისაც საკუთარ კომუნაში საქველმოქმედო საქმის დაწყება სურს..." - ამბობს დანა უაითი. "გიგა პოზიტიურად მოქმედებს საზოგადოებაზე, ბევრ საქმეს აკეთებს და ამის აფიშირებას არ ცდილობს, ჩრდილში რჩება. ძალიან მიხარია, რომ ჯილდოს წელს გიგა მიიღებს."

"მადლობა ყველას ამ ჯილდოსთვის, სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ სიხარულს. კიდევ ერთხელ მადლობა და დიდების დარბაზის ცერემონიაზე შევხვდებით." - განაცხადა გიგამ UFC-ის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები