Thumbnail

ისტორიაში პირველი ტიტული - რბ ლაიპციგმა გერმანიის თასი აღმართა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლაიპციგის პირველი მთავარი ტიტული ისტორიაში
  • ფრაიბურგმა 118-წლიანი ისტორიის მანძილზე ფინალი პირველად დათმო

რბ ლაიპციგმა ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო და 2021-22 წლების სეზონის გერმანიის თასის გამარჯვებული გახდა.

ფრაიბურგი ფინალს მაქსიმილიან ეგეშტაინის გოლით იგებდა, 10-კაციანმა ლაიპციგმა კი ანგარიში მატჩის მიწურულს გაათანაბრა.

კრისტოფერ ნკუნკუნის გოლს დამატებითი ტაიმები და საბოლოო ჯამში პენალტების სერია მოჰყვა, სადაც აღმოსავლეთ გერმანელებმა მეტოქეს აჯობეს.

ლაიპციგს, "დოიჩე პოკალის" ფინალები 2019 და 2021 წლებში ჰქონდა წაგებული, ფრაიბურგმა კი ფინალი პირველად წააგო. თუმცა, ქართველების ყოფილმა კლუბმა, წელს ბუნდესლიგის სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

ბოლო ამბები