Thumbnail

'მაღალ სიჩქარეზე ხტუნავს' - ჰემილტონი მერსედესის ახალი ბოლიდით უკმაყოფილოა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლუის ჰემილტონს განახლებული მოდელი არ მოსწონს
  • ბრიტანელი არ მალავს, რომ ძალიან წვალობს

ლუის ჰემილტონი ამბობს, რომ მერსედესის ახალი ბოლიდი არ მოსწონს. ასევე ამბობს, რომ განახლებულ მოდელს ვერაფერი გაუგო და მისგან შედეგის მიღება უჭირს.

თუმცა, მანქანის განახლებები წარმატების მომტანი გახდა მისი თანაგუნდელის - ჯორჯ რასელისთვის, რომელმაც ესპანეთში კვალიფიკაციაზე მე-4 ადგილი დაიკავა.

ჰემილტონი, რასელზე 0.119 წამით ნელი იყო და მე-6 პოზიცია დააფიქსირა "ძალიან ვწვალობ ახალ მანქანასთან..." - ამბობდა ბრიტანელი.

"მანქანას აქვს პოტენციალი, რომ იყოს მესამე, ან მეოთხე, მეტს მისგან მგონი ვერაფერს მივიღებ." - ამბობს ლუისი. "რბოლისას კარგი შეგრძნება არ მაქვს, არადა ყველაფერს ვცდილობ."

მისი აზრით, მთავარი პრობლემა მაღალ სიჩქარეზე ბოლიდის ხტომაა "მეტწილად გამოვასწორეთ და ახლა ისე აღარ ხტუნავს. თუმცა მესამე და მეცხრე მოსახვევში მაინც იგრძნობოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები