Thumbnail

პარაფარიკაობა | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე ოქროს მედლები მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველო 42:41 იტალია
  • ჩემპიონები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გახდნენ

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის ქალაქ პატაიაში გამართულ მსოფლიო თასზე ოქროს მედლების მოპოვება მოახერხა.

საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავდნენ (მთავარი მწვრთნელი მალხაზ მესხი) ფინალში იტალიას დრამატულ ბრძოლაში 42:41 სძლია. ბრინჯაოს მედლებს ჰონგ კონგი დაეუფლა.

ამგვარად, ტაილანდური მსოფლიო თასი ქართული დელეგაციისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. მანამდე, ხმლით ფარიკაობაში ნანა თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ირმა ხეცურიანი კი ვერცხლს დაეუფლა.

📺 საქართველო V იტალია

კომენტარები

ბოლო ამბები