Thumbnail

სალუქვაძის ვერცხლი გრან პრიზე - ქართული წყვილის წარმატება ესპანეთში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 53 წლის ნინო სალუქვაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია
  • მან და კაკო მოსულიშვილმა გრანადას ტურნირზე მხოლოდ ფინალი დათმეს

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ საერთაშორისო ასპარეზზე მორიგი მედლის მოპოვება მოახერხა. 

53 წლის სპორტსმენმა წარმატებას ესპანეთის ქალაქ გრანადაში მიმდინარე გრან პრიზე მიაღწია, სადაც კაკო მოსულიშვილთან ერთად, შერეულ წყვილებში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ქართულმა წყვილმა გრანადაში მე-2 ადგილი დაიკავა

სალუქვაძემა და მოსულიშვილმა ISSF GRAND PRIX-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 573 ქულა მოაგროვეს და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩნენ სერბულ წყვილს (ზორანა არუნოვიჩი და დამირ მიკეცი), რომელთანაც შემდეგ ფინალშიც დამარცხდნენ.

მანამდე, სალუქვაძემ პნევმატური იარაღიდან პირად პირველობაშიც ისროლა და მე-12 ადგილზე გავიდა. პირად შეჯიბრში ძალები ქართველმაც ვაჟებმაც სცადეს და სალუქვაძის შვილმა ცოტნე მაჭავარიანმა 199.4 ქულით საკმაოდ მაღალი მე-5 პოზიცია დიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები