Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედის შეფებს ანტონიო კონტეს დანიშვნა სურდათ
  • ინგლისური მედიის ინფორმაციით, ეს რონალდოს გამო არ მოხდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ზუსტად ვერავინ იტყვის, მოიპოვებდა თუ არა მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ანტონიო კონტესთან ერთად, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ტოტენჰემმა მოიპოვა, იუნაიტედმა კი - ვერა.

მოკლედ, Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ოქტომბერში მანკუნიანელთა ხელმძღვანელებს ძალიან უნდოდათ, რომ ოლე გუნარ სულშერის ნაცვლად კონტე დაენიშნათ და იტალიელზე უარი კრიშტიანო რონალდოს გამო თქვეს. როგორც ირკვევა, კონტეს დანიშვნა სწორედ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დაბლოკა.

მიზეზი ერთის მხრივ ის იყო, რომ კონტეს ძალიან ინტენსიური ვარჯიშები აქვს და 37 წლის რონალდოს ამის სურვილი არ ჰქონდა, მეორე მხრივ კი იტალიელის ტაქტიკა - CR7-ს არც დაცვიდან კონტრშეტევებზე თამაში მოსწონს. ხსენებული გამოცემა იუნაიტედს ამის გამო აკრიტიკებს და არა მარტო მენეჯმენტის, არამედ კლუბში იერარქიულ პრობლემებზეც მიუთითებს. 

მაშინ კონტე ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, იუნაიტედში კი გერმანელი რალფ რანგნიკი მიიყვანეს. და რა როგორ გამოიყურება სეზონის დასრულების შემდეგ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილი? ტოტენჰემმა მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, მანჩესტერ იუნაიტედი კი მე-6 ადგილზე გავიდა და ევროპალიგაში უნდა იასპარეზოს. შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან იუნაიტედს ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის.

კომენტარები

ბოლო ამბები