Thumbnail

'სკარიოლოს ღიმილის მიზეზი' - თორნიკე შენგელია მწყობრშია და მოედანზე ელიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვირტუს ბოლონიას ქართველმა მძიმე ფორვარდმა კოჭის ტრავმა მოირჩინა
  • იტალიური მედიის ცნობით, ის ტორტონასთან პირველ მატჩშიც ითამაშებს

ვირტუს ბოლონიას მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოირჩინა და დიდი ალბათობით, თავის გუნდს ტორტონასთან იტალიის ჩემპიონატის 1/2-ფინალური სერიის პირველივე მატჩში დაეხმარება, რომელიც 27 მაისს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველმა კალათბურთელმა კოჭის ტრავმა 15 მაისს, პეზაროსთან მეოთხედფინალური სერიის მატჩში მიიღო. თავდაპირველი ვარაუდი ისეთი იყო, რომ თორნიკე მოედანს დიდი ხნით უნდა ჩამოშორებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა და შენგელიამ ცოტა ხნის წინ გუნდთან ერთად ვარჯიშიც განაახლა.

"დღეს "სეგაფრედო არენაზე" პირველი თამაშია დაგეგმილი ვირტუს ბოლონიასა და ტორტონას შორის, მწვრთნელ სკარიოლოს კი კიდევ ერთი მიზეზი აქვს ღიმილისთვის - შენგელიას დაბრუნება. ტანმაღალმა ქართველმა, რომელიც გუნდს სეზონის მიმდინარეობისას შეუერთდა, ტრავმა 15 მაისს, პეზაროსთან მატჩში მიიღო. საბედნიეროდ, პრობლემა გადაჭრილია და შენგელია მწყობრშია. სკარიოლომ იცის, რომ ფიზიკური ფორმის პიკში მყოფ შენგელიას ყოფნას სეზონის დასკვნით ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება", - წერს sportal.it

თორნიკემ ვირტუსში პირველი ტიტული უკვე მოიგო - ევროთასი

ვირტუს ბოლონიასა და ტორტონას დაპირისპირება 27 მაისს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება. სერია A-ს ნახევარფინალური სერია სამ მოგებამდე გრძელდება, მეორე წყვილში კი ფინალის საგზურისთვის ოლიმპია მილანო და სასარი იბრძვიან.

კომენტარები

ბოლო ამბები