Thumbnail

რიბერი კარიერას არ ამთავრებს! ფრანგი სალერნიტანაში რჩება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ფრანკ რიბერი იტალიურ კლუბში კიდევ წლით დარჩება
  • 39 წლის შემტევი სალერნიტანას რიგებში შედეგიანობით ვერ გამოირჩა

ფრანკ რიბერი სალერნიტანაში კიდევ ერთი სეზონით დარჩება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფრანგი ფეხბურთელი კარიერის დასრულებას ზაფხულში აპირებდა, თუმცა მისი ფეხბურთიდან წასვლა მინიმუმ ერთი წლით გადაიდო.

"კონტრაქტი კიდევ ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება. მას ჩვენთან თამაში მომავალ სეზონშიც სურს", - განუცხადა სალერნიტანას სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ La Repubblica-ს.

39 წლის შემტევი იტალიურ კლუბს 2021/22 წლების სეზონის დასაწყისში შეუერთდა. ფრანკ რიბერიმ სალერნიტანას რიგებში სერია A-ში 23 შეხვედრა ჩაატარა, გოლის გატანა ვერ შეძლო თუმცა თავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სალერნიტანას იტალიის ჩემპიონატში მძიმე სეზონი გამოუვიდა. კლუბი მთელი სეზონის განმავლობაში უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და საბოლოოდ კლუბმა გასავარდნ ზონას ქულით გაასწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი მომავალ სეზონშიც სერია A-ში იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები