Thumbnail

როგორც მოსალოდნელი იყო: პედი პიმბლეტს ილია თოფურია აარიდეს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ინგლისელი 23 ივლისს ჯორდან ლივითს დაუპირისპირდება
  • მებრძოლები ერთმანეთს ლონდონში გასამართ ღონისძიებაზე შეხვდებიან

მოსალოდნელიც იყო, რომ ილია თოფურიას პედი პიმბლეტს ხელში არ ჩაუგდებდნენ და ასეც მოხდა - UFC-მ ამომავალ ვარსკვლავად ქცეულ ინგლისელს ჯორდან ლივითის სახით გაცილებით მარტივი მეტოქე მოუძებნა. 

ამერიკელი ლივითი 26 წლისაა და UFC-ში გამართული 4 ბრძოლიდან 3 მოიგო. თუმცა, გამარჯვებები მოიპოვა 'პენსიონერ' მეთ უიმანთან (38 წლის), უკვე UFC-დან გაშვებულ მეთ სეილსთან და ორგანიზაციის დებიუტანტ თრეი ოგდენთან, რომელსაც კარიერაში ჩატარებული ბრძოლების 25% წაგებული აქვს. ამ მებრძოლების დამმარცხებელ ჯორდან ლივითთან პედი პიმბლეტი ფავორიტი იქნება, ილია თოფურიასთან კი ასე არ იქნებოდა.  

ინგლისელი და ამერიკელი ერთმანეთს ლონდონში, 23 ივლისს დაუპირისპირდებიან. საღამოს მთავარი ჩხუბი კურტის ბლეიდისა და ტომ ასპინალის ბრძოლა იქნება. 'ბადის' ძალიან კარგი შანსი მიეცა, რომ პოპულარობის ზრდა განაგრძოს და UFC-ში მესამე გამარჯვება იზეიმოს.

კომენტარები

ბოლო ამბები