Thumbnail
  • ლიონი 30:12 ტულონი
  • დავითი ნინიაშვილი და ბექა საღინაძე ჩელენ ქაფის გამარჯვებულები გახდნენ

ჩელენჯ ქაფის ფინალურ დაპირისპირებაში ორმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის ლიონმა მარსელში ველოდრომზე ბექა გიგაშვილის ტულონს 30:12 მოუგო და პირველ საერთაშორისო ტიტულს დაეუფლა.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო, ბექა საღინაძემ ფინალური დაპირისპირება გამოტოვა. ნინიაშვილი და გიგაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. გიგაშვილმა მოედანზე 62 წუთი გაატარა, ხოლო ნინიაშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს.

ლიონი პირველ ტაიმს 10:7-ს იგებდა, რის შემდეგაც ნინიაშვილის გუნდმა მეორე ტაიმში 20 ქულა დააგროვა და ფინალიც მოიგო. აღსანიშნავია, რომ ნინიაშვილმა ტიტული ლიონში პირველივე წელს მოიგო. ორივე ქართველმა მორაგბემ ტიტულის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. ნინიაშვილმა ჯგუფურ ეტაპზეც და პლეი ოფშიც შეძლო ლელოს დადება. საღინაძეს კი ლიონის რიგებში ბოჭვებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები