- ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების შემადგენლობები ცნობილია
- ანჩელოტიმ როდრიგო სათადარიგო სკამზე დატოვა, რეალი ორი შემტევით იქნება
სტად დე ფრანსზე ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირების დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. რეალი და ლივერპული მორიგი ტიტულისთვის იბრძვიან. ლივერპული გამარჯვების შემთხვევაში მე-7 ტიტულს მოიგებს, რეალი კი მე-14 ტიტულის მოგებას ეცდება.
მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობები უკვე გამოაქვეყნეს. ანჩელოტიმ ლივერპულთან ორი შემტევი დააყენა: ბენზემა და ვინისიუსი, ხოლო როდრიგო სათადარიგო სკამზე დატოვა. კლოპმა კი ის შემადგენლობა დააყენა, რომელსაც ბოლო მატჩებში ენდობა.
ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ტიაგო - სალაჰი, მანე, დიასი.
რეალი (4-2-2-2): კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი - კაზემირო, კროოსი - ვალვერდე, მოდრიჩი - ბენზემა, ვინისიუსი.
კომენტარები