Thumbnail

მანემ გადაწყვეტილება მიიღო - ლივერპულს ტოვებს, ფავორიტი ბაიერნია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სადიო მანე ლივერპულის დატოვებას ზაფხულში აპირებს
  • 30 წლის შემტევი, დიდი ალბათობით, მიუნხენში აღმოჩნდება

სადიო მანე ლივერპულის დატოვება გადაწყვიტა. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომლის ინფორმაცია, როგორც წესი, უტყუარია.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, სენეგალელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მალე ამის შესახებ ლივერპულის ხელმძღვანელობასაც აცნობებს. არადა, მანეს "წითლებთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

რომანო წერს, რომ დიდი შანსია, მანე მიუნხენის ბაიერნში გადავიდეს, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, რადგანაც ამ დრომდე, აფრიკელი ვარსკვლავი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე იყო კონცენტრირებული. 

შეგახსენებთ, რომ სადიო მანე ლივერპულმა 2016 წელს საუთჰემპტონიდან შეიძინა და იურგენ კლოპის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ფიგურა გახდა. 30 წლის ფეხბურთელმა ლივერპულში 269 შეხვედრაში 120 გოლის გატანა მოახერხა და თითოჯერ პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები