1. ჩემპიონთა ლიგა | კროოსი V გერმანელი ჟურნალისტი
ჩემპიონთა ლიგის ფინალი და რეალ მადრიდის მე-14 ტრიუმფი ალბათ ყველამ ნახეთ. სეზონის მთავარი მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან კი ყველაზე საინტერესო და რეიტინგული ეს ამბავი გამოდგა: ფინალი რამდენიმე წუთის დამთავრებული იყო, როცა რეალის გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი თავის თანამემამულე ჟურნალისტს დაუპირისპირდა. ნილს კაბენის კრიტიკულმა კითხვებმა კროოსი იმდენად გააბრაზა, რომ ინტერვიუ დემონსტრაციულად შეწყვიტა, მის კითხვებს კი, ტელეკომპანია ZDF-ის პირდაპირ ეთერში, “Scheisse Fragen” უწოდა. ორივე გერმანული სიტყვაა - Scheisse განავალს ნიშნავს, Fragen კითხვებს. არადა, როგორც წესი გამარჯვებულები არ ბრაზდებიან ხოლმე.
📋 კაბენისა და კროოსის დიალოგი სიტყვა სიტყვით წაიკითხეთ აქ.
2. ჩემპიონთა ლიგა | ტიერი ანრი V მოჰამედ სალაჰი
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ლივერპულის სუპერვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა. მატჩამდე ეგვიპტელმა არაერთხელ განაცხადა, რომ 2017/18 წლების ფინალში მარცხის გამო რეალისთვის სამაგიეროს გადახდას აპირებდა. “ფინალის წინ ბევრი არ უნდა ილაპარაკო! მოუგე რეალს და მერე ისაუბრე შურისძიებაზე!” - მიმართა ანრიმ სალაჰს და კურტუაზეც ბევრი ილაპარაკა.
📋 ტიერი ანრის კომენტარი ვრცლად

3. ლივერპული | სადიო მანემ წასვლა გადაწყვიტა
სადიო მანე ლივერპულის დატოვება გადაწყვიტა. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომლის ინფორმაცია, როგორც წესი, უტყუარია.
📋 მანეს გადაწყვეტილების დეტალებზე ვრცლად

4. კრივი | 4 ქართველი ევროპის ჩემპიონატის ფინალში
კრივის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრების 4 წევრმა გააღწია, რაც ქართული კრივის ისტორიაში პირველად მოხდა. ოქროს მედლებისთვის ბრძოლის უფლება სახილ ალახვერდოვმა (48 კგ.), არტიუშ გომციანმა (60 კგ.), ლაშა გურულმა (67 კგ.) და გიორგი ყუშიტაშვილმა (86 კგ.) მოიპოვეს.
📋 კრივის ევროპის ჩემპიონატზე ვრცლად

5. ფორმულა 1 | შუმახერის ავარია და პერესის ტრიუმფი მონაკოში
მონაკოს გრანპრი ფორმულა 1-ში ისეთი რამეა, ავტოსპორტის მოყვარული რომც არ იყო, წელიწადში ერთხელ ეს რბოლა მაინც უნდა ნახო. უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე რბოლამ მაყურებლებს იმედები არც ამჯერად გაუცრუა. ძლიერი წვიმის გამო რბოლა დიდი დაგვიანებით დაიწყო და ძალიან დაძაბული გამოდგა. მონაკოში ყველაფერი ვნახეთ - მიკ შუმახერის ორად გაყოფილი ბოლიდი, ფერარის უპატიებელი შეცდომა, სტრატეგიების დიდი ომი და პერესის გამარჯვება.
📋 მონაკოს გრანპრიზე ვრცლად

კომენტარები