Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მგეზავი ახალი სეზონიდან მონტობანში ითამაშებს
  • თედო აბჟანდაძეს 2023 წლის მსოფლიო თასის წინ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 10 ნომერი თედო აბჟანდაძე მომავალი სეზონიდან ფრანგული მონტობანის ღირსებას დაიცავს, რომელიც Pro D2-ში თამაშობს. ამ ინფორმაციას Midi Olympique ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველი მგეზავი 2019 წელს შეუერთდა ბრივს, თუმცა, TOP 14-ში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. 3 სეზონის განმავლობაში მან ფრანგული კლუბის მაისური მხოლოდ 28 მატჩში (18 TOP 14-ში, 10 – ჩელენჯ ქაფზე) მოირგო, სასტარტო შემადგენლობაში კი 15-ჯერ ითამაშა.

როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, მონტობანში ახალი გუნდის მშენებლობით არიან დაკავებულნი და თედომ რუენში წასული ფრანკ პურტო უნდა შეცვალოს. ტრანსფერით კმაყოფილი უნდა იყოს თავად აბჟანდაძეც, რომელსაც 2023 წლის მსოფლიო თასის წინ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

ვთქვათ ისიც, რომ Pro D2-ის გასულ სეზონში მონტობანმა 30 მატჩში 68 ქულა მოაგროვა და 16 გუნდს შორის მე-8 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები