Thumbnail

წინანდალში მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირი გაიმართა

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • ერთეულთა თანრიგში პირველობა საბა კობერიძემ მოიპოვა
  • წყვილებში გამარჯვება ნიკოლოზ მოწონელიძემ და ავთანდილ ლაბაძემ იზეიმეს

28-29 მაისს, წინანდალში მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირი ჩატარდა, რომელმაც ჩოგბურთის მოყვარულებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. 

ერთეულთა თანრიგში გამარჯვებული 24 წლის საბა კობერიძე გახდა. მან ფინალამდე ხუთი მეტოქე დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში კი დავით მესხს მოუგო. ტურნირის წესების მიხედვით მატჩები ერთსეტიანი იყო, გამარჯვებულად კი ის მოთამაშე სახელდებოდა, რომელიც 4 გეიმს მოიგებდა.

კობერიძე, რომელმაც ფინალი 4:2 მოიგო, ყოფილი ფეხბურთელია და პროფესიონალური კარიერის მანძილზე საფეხბურთო კლუბ გაგრას ღირსებას იცავდა.

წინანდალში ჩატარებულ ტურნირს 20 მონაწილე ჰყავდა. გამარჯვებულები წყვილთა თანრიგშიც გამოვლინდნენ - უძლიერესის ტიტული ნიკოლოზ მოწონელიძის და ავთანდილ ლაბაძის დუეტმა მოიპოვა.

ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს 4 გზის ჩემპიონი, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი და WTA-ის ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, ამჟამად მწვრთნელი სალომე ჩაჩხუნაშვილი გახლდათ.

ეს რიგით მეოთხე ტურნირი იყო. მისი მიზანი საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ მსგავსი შეჯიბრები წელიწადში რამდენჯერმე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები