Thumbnail
  • ლაშა გურული 0:5 ვახიდ აბასოვი
  • ქართული დელეგაციისთვის, ეს, ევროპირველობაზე უკვე მე-3 მედალია

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ლაშა გურულმა (67 კგ.) სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოკრივემ ფინალში სერბეთის სახელით მოასპარეზე ვახიდ აბასოვთან იჩხუბა და 0:5 დამარცხდა. მანამდე, ლაშამ გზიდან სომეხი გურგენ მადოიანი და უელსელი იოან კროფტი ჩამოიცილა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს სახილ ალახვერდოვმა (48 კგ.) და არტიუშ გომციანმა (60 კგ.), საღამოს კი რინგზე ფინალის ჩასატარებლად გიორგი ყუშიტაშვილიც (86 კგ.) ავა.

კომენტარები

ბოლო ამბები