Thumbnail

გიბრალტარის ნაკრებთან მატჩამდე სამი დღით ადრე ვილი სანიოლის გუნდმა პირველად ივარჯიშა სრული შემადგენლობით, ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც სამხრეთ კორეიდან ჩამოვიდა, ნაკრებში დღეს პირველად ივარჯიშა. პროცესში უკვე 29 ფეხბურთელია ჩართული. 31 მაისს გუნდი ისევ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს, 1-ელ ივნისს კი უკვე - "დინამო არენაზე".

გუნდს ვაკო ყაზაიშვილიც შეუერთდა

1-ელ ივნისს გიბრალტარის ნაკრების ვარჯიში და პრესკონფერენციაც გაიმართება. ვილი სანიოლის პრესკონფერენციაც ამ დღეს, 18:00-ზეა დაგეგმილი, ნაკრების ვარჯიში "დინამო არენაზე" ნახევარი საათის მერე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს 20:00-ზე საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ მატჩს გამართავს, C ლიგის მე-4 ჯგუფში, მეტოქე გიბრალტარია. 10 დღის განმავლობაში ნაკრებს სულ 4 თამაში უწევს, რაც პირველად ხდება. 5 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთს ესტუმრება, 9-ში - ჩრდილოეთ მაკედონიას, ხოლო 12-ში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ერთა ლიგის ორი შეხვედრა შემოდგომით გაიმართება. ჯგუფის გამარჯვებული B ლიგაში გადადის და ევრო 2024-ის პლეი ოფის საგზურს იბევებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი).

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი).

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (დინამო ბათუმი), ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, პოლონეთი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი).

თავდამსხმელები: ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

კომენტარები

ბოლო ამბები