Thumbnail

კურტუა ტრავმირებულია - ტიბო ბელგიის ნაკრებს ვერ დაეხმარება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ტიბო კურტუას საზარდულის ტრავმა მთელი სეზონია აწუხებს
  • ბელგიის ნაკრები ივნისში 4 შეხვედრას ჩაატარებს

ტიბო კურტუა ტრავმირებულია და ბელგიის ნაკრებს ერთა ლიგის შეხვედრებში ვერ დაეხმარება. მადრიდის რეალის მეკარეს საზარდულის ტრავმა თითქმის მთელი სეზონია აწუხებს, თუმცა "სამეფო კლუბთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალი მაინც ითამაშა, სადაც ლივერპული 1:0 დაამარცხა.

ტიბოს სურდა ბელგიის ნაკრებს მოახლოებულ სანაკრებო პაუზაზე დახმარებოდა, თუმცა რამდენიმე ტესტმა აჩვენა, რომ ახლა მისთვის დასვენება უმჯობესია, რადგან 30 წლის მეკარე მუდმივ ტკივილს განიცდის.

ბელგიის ეროვნულ ნაკრებში არ სურთ, რომ გარისკონ. მათი მთავარი მიზანია ტიბო კურტუამ ახლა ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს, ახალი სეზონის წინ ბოლომდე მზად იყოს, რათა კატარის მუნდიალს კარგ ფორმაში შეხვდეს.

ბელგიის ეროვნული ნაკრები ივნისში ერთა ლიგის ეგიდით 4 შეხვედრას გამართავს. "წითელი ეშმაკები" 3-ში შინ ნიდერლანდებს მიიღებს, 8 ივნისს ასევე საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება პოლონეთს, ხოლო შემდეგ 2 მატჩს სტუმრად გამართავს (11-ში უელსთან და 14-ში ისევ პოლონეთთან).

კომენტარები

ბოლო ამბები