- ფრანგული გრანდის პრეზიდენტი ზიზუს უახლოეს დღეებში შეხვდება
- პარიზში მაურისიო პოჩეტინიოს მუშაობით უკმაყოფილოები არიან
ფრანგული პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უახლოეს დღეებში ზინედინ ზიდანს შეხვდება და მას მიმზიდველ წინადადებას გააცნობს.
როგორც ჟურნალისტი ადრიენ გრენიე ტვიტერში წერს, პარიზულ გრანდს გადაწყვეტილი აქვს, ფრანგ მწვრთნელთან შეთანხმებას მალევე მიაღწიოს და მზადაა, მას წელიწადში 25 მილიონი ევრო გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ამჟამინდელი დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინიოა, თუმცა, კლუბში არგენტინელის მუშაობით კმაყოფილები არ არიან.
აღსანიშნავია, რომ 49 წლის ზიდანი უმუშევრად 2021 წლის ზაფხულის შემდეგ იმყოფება, სამწვრთნელო კარიერის პერიოდში კი მხოლოდ მადრიდის რეალში უმუშავია 2016-2021 წლებში. მასთან ერთად “სამეფო კლუბმა” 11 ტიტული მოიგო, მათ შორის, ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.
კომენტარები