- NBA-ის 3-გზის ჩემპიონმა გუნდში ქართველი ცენტრის როლზე ისაუბრა
- ფაჩულიამ კალიფორნიელებთან ერთად NBA-ს ბეჭედი 2-ჯერ მოიგო
გოლდენ სტეიტ უორიორსის ფორვარდმა დრეიმონ გრინმა NBC-ის ეთერში NBA-ის 2021/22 წლების სეზონის სუპერფინალის შესახებ ისაუბრა და ყოფილი ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულიაც გაიხსენა.
ზაზა კალიფორნიელთა რიგებში NBA-ს ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ - 2017 და 2018 წლებში გახდა. საჩემპიონო სეზონებში ფაჩულია გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე იყო.
"როცა NBA პირველად მოვიგეთ, ახალგაზრდები ვიყავით. მე ლიგაში მესამე სეზონს ვატარებდი, კლეი (ტომპსონი) მეოთხეს, სტეფი (კარი) მეექვსეს. ჩვენ გარდა, იმ გუნდში უმნიშვნელოვანეს საქმეს გამოცდილი ვეტერანები აკეთებდნენ, ისინი ახალგაზრდებს სწორ გზას გვიჩვენებდნენ. ენდიუ ბოგუტი და დევიდ ვესტი ჩვენთან იყვნენ. ასევე, გუნდში ხომ ზაზა ფაჩულია გვყავდა. გუნდს დასრულებულ სახეს ეს ვეტანების სძედნენ. ახლა იგივე როლი უკვე ჩვენ გვაქვს და პასუხისმგებლები ვართ, რომ ახალგაზრდებს კარგი მაგალითი მივცეთ. იმედია, ფინალში ეს გამოცდილება დაგვეხმარება," - თქვა 32 წლის გრინმა.
დრეიმონი NBA-ში 2012 წლიდან თამაშობს, ის დრაფტის მეორე რაუნდში 35-ე პიკად გოლდენ სტეიტმა აირჩია და ამერიკელი 10 წელია უორიორსის რიგებში თამაშობს. გრინმა გუნდთან ერთად NBA-ს ჩემპიონობა 3-ჯერ მოიპოვა.
კომენტარები