Thumbnail

გადაჭედილი "ჰემპდენ პარკი" გლაზგოში, შოტლანდიელი ფანების მიერ შესრულებული ჰიმნი მატჩამდე. ეს იყო თამაში, რომელსაც უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე საფეხბურთო (თუნდაც, მნიშვნელოვან) დაპირისპირებას - უკრაინის ნაკრებმა ომის დაწყების მერე პირველი ოფიციალური მატჩი გამართა, ეს კატარი 2022-ის პლეი ოფის ნახევარფინალში მოხდა, რომელიც სწორედ რუსეთის შეჭრის გამო გადაიდო - უკრაინის ნაკრებმა 3:1 დაამარცხა მასპინძელი შოტლანდია და მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში გავიდა. უკრაინას კვირას მეორე ფინალისტი უელსი ელის, გამარჯვებული კი მსოფლიოს ჩემპიონატის რიგით 30-ე საგზურს მოიპოვებს. 

'ჰემპდენ პარკი' მატჩის დაწყებამდე

33-ე წუთზე ანდრიი იარმოლენკომ მალინოვსკის შორეული პასი მიიღო და ვესტ ჰემის ფორვარდმა ბურთი თავზე გადაუგდო მასპინძელთა გოლკიპერს - 0:1. მე-2 ტაიმი დაიწყო და რომან იარემჩუკმა თავით ორამდე გაზარდა უკრაინელთა უპირატესობა. 

შოტლანდია მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა მასირებულ შეტევებზე, რამაც შედეგი 79-ე წუთზე მოიტანა ქალუმ მკგრეგორის დარტყმული სტეპანენკო ცარიელი კარიდან კი გამოიტანა, მაგრამ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა - 1:2. თუმცა შოტლანდიამ მეტს ვერ მიაღწია, სამაგიეროდ, კონტრშეტევაზე ზინჩენკომ არტიომ დოვბიკს გაატანინა და უკრაინა პლეი ოფის ფინალშია!

შოტლანდია 1:3 უკრაინა

გოლები: 0:1 იარმოლენკო (33. მალინოვსკის პასით), 0:2 იარემჩუკი (49. კარავაევის პასით), 1:2 მკგრეგორი (79), 1:3 დოვბიკი (95. ზინჩენკოს პასით)

შოტლანდია (3-4-1-2): გორდონი - მკტომინეი, ჰენლი, კუპერი (68. ჰენდრი) - ჰიკი, გილმორი (68. არმსტრონგი), მკგრეგორი, რობერტსონი - მგგინი - ადამსი, დაიკსი (46. კრისტი)

უკრაინა (4-1-4-1): ბუშჩანი - კარავაევი, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო - სტეპანენკო (93. სიდორჩუკი) - იარმოლენკო (78. ზუბკოვი), მალინოვსკი (72. შაპარენკო), ზინჩენკო, ციგანკოვი (72. მუდრიკი) - იარემჩუკი (78. დოვბიკი).

კომენტარები

ბოლო ამბები