Thumbnail
  • იტალია 0:3 არგენტინა
  • ალიბისელესტემ ფინალისიმა მარტივად მოიგო

ფეხბურთის ქომაგებმა 'უემბლიზე' ევროპის ჩემპიონისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულების დაპირისპირება იხილეს. იტალიისა და არგენტინის მატჩი ლიონელ სკალონის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. არგენტინამ იტალიას ორი გოლი პირველ ნახევარში გაუტანა და ერთიც მეორე ნახევარში.


არგენტინა მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. ანგარიში ლაუტარო მარტინესმა 28-ე წუთზე ლიონელ მესის პასით გახსნა, რის შემდეგაც პირველი ტაიმის დამატებით დროში დი მარიამ მარტინესის პასით ალბისელესტეს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

მეორე ტაიმის დამატებით დროში პაულო დიბალამ თამაშის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და არგენტინამ ფინალისიმა 3:0 მოიგო. შეგახსენებთ, რომ ფინალისიმა ისტორიაში მესამედ ჩატარდა. პირველად 1985 წელს საფრანგეთმა ურუგვაის 2:0 მოიგო, ხოლო 1993 წელს არგენტინამ დანიას პენალტების სერიაში 5:4 სძლია. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

არგენტინა მომდევნო მატჩს ესტონეთის წინააღმდეგ 5 ივნისს ჩაატარებს, იტალია კი ერთა ლიგის გათამაშებას გერმანიასთან მატჩით იწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები