Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ნახევარფინალში უკრაინის ნაკრები შოტლანდიას ესტუმრა და 3:1 დაამარცხა, გამარჯვებულთაგან გოლები ანდრიი იარმოლენკომ, რომან იარემჩუკმა და არტიომ დოვბიკმა გაიტანეს. მანჩესტერ სიტის უკრაინელმა ლეგიონერმა ოლეკსანდრ ზინჩენკომ საგოლე პასი მიითვალა. მატჩის შემდეგ მან კომენტარი Sky Sports-ს მისცა:

ოლეკსანდრ ზინჩენკო (უკრაინის ნაკრები): "ყველამ იცის, რა სიტუაციაცაა უკრაინაში, ჩვენთვის ყოველი მატჩი ფინალია. ჩვენი ოცნება გრძელდება - გვსურს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში. მიზნამდე კი ერთი მატჩი გვაშორებს. კიდევ ერთი ფინალი. ჩვენ ის უნდა მოვიგოთ, სხვა შემთხვევაში, ამ გამარჯვებას ფასი არ ექნება. 
ჩვენ დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუ მეორე ტაიმის 20-წუთიან მონაკვეთს არ ჩავთვლით, შოტლანდიის ნაკრები დიდებული გუნდია. ის ღია ფეხბურთს თამაშობს, ეს ჩვენი სტილი არ არის, თუმცა ამოცანას თავი კარგად გავართვით და სამი გოლი გავიტანეთ. უელსთან კარიერის საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ და ვნახოთ, რა მოხდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები