Thumbnail

ფეხბურთის ქომაგებმა 'უემბლიზე' ევროპის ჩემპიონისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულების დაპირისპირება იხილეს. იტალიისა და არგენტინის მატჩი ლიონელ სკალონის გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 3:0.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიის და არგენტინის ნაკრებების წევრებმა ფინალისიმა შეაფასეს. მანჩინიმ განაცხადა, რომ გუნდმა მობილიზება ვერ მოახერხა და მეორე ტაიმში მოედანზე ვერაფერი შეცვალა.

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): არგენტინამ ჩვენზე უკეთესად ითამაშა. პირველ ტაიმში რაღაცები ვცადეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ვერაფერი შევცვალეთ. ასეთი რთული მომენტები კიდევ იქნება, მაგრამ მე კიდევ მაქვს მუხტი და მჯერა, რომ ახალი ფეხბურთელები ნაკრებს მალე მოერგებიან. მოთამაშეთა გარკვეული ნაწილი შვებულებაში მიდის, მათ ეს დაიმსახურეს.

ლიონელ მესი (არგენტინის კაპიტანი): ნებისმიერ ნაკრებთან სათამაშოდ მზად ვართ. ვიცოდით, რომ კარგი შეხვედრა იქნებოდა. ლამაზი ფინალი გამოვიდა და არგენტინელებმა ეს საღამო უფრო გაალამაზეს.

ანხელ დი მარია: ამ ტიტულის მოგებით ბედნიერი ვარ. გამარჯვებას ყველას ოჯახებს და იმ ხალხს ვუძღვნი, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან. კოპა ამერიკის მოგების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ახლა თამაში კიდევ უფრო დიდ სიამოვნება გვანიჭებს და უფრო კარგი ატმოსფეროა გუნდში.

არგენტინა მომდევნო მატჩს ესტონეთის წინააღმდეგ 5 ივნისს ჩაატარებს, იტალია კი ერთა ლიგის გათამაშებას გერმანიასთან მატჩით იწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები