Thumbnail

ტრანსფერები | პოგბას იტალიაში დაბრუნება მალე დადასტურდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პოლ პოგბა ტურინის იუვენტუსში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა
  • მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ, 29 წლის ფრანგი თავისუფალი აგენტია

პოლ პოგბას უცნაური ისტორია აქვს: 2012 წელს მანჩესტერიდან უფასოდ იუვენტუსში გადავიდა, 4 წლის მერე პირიქით, იუვენტუსიდან მანჩესტერს მიაშურა, ოღონდ ტრანსფერში იტალიურმა გრანდმა 105 მილიონი ევრო მიიღო, ახლა კი მანჩესტერიდან იუვენტუსში დაბრუნება გადაწყვეტილია - უფასოდ!

ინგლისურმა კლუბმა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლ პოგბასთან კონტრაქტი არ განახლდება და თავისუფალი აგენტია. ფრანგის იუვეში გადასვლა კი, როგორც ჩანს, მხოლოდ დროის საკითხია. იტალიური მედიის ცნობით, პოლი "ბებერ ქალბატონთან" ერთ ნაბიჯშია.

29 წლის ფრანგი ნახევარმცველი ტურინულ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ხელფასი სეზონში 7.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება. პოგბას გაცილებით სარფიანი შეთავაზება პსჟ-დან ჰქონდა, მაგრამ იტალიაში დაბრუნება ამჯობინა. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს მომავალში დადასტურდება, რადგან ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და ხელის შემშლელი ფაქტორები აღარ არსებობს.

პოგბამ იუვეს მაისურით 2012-2016 წლებში 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა, ხოლო მანჩესტერის რიგებში 2016-2022 წლებში 236 შეხვედრაში თავი 39 გოლით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები