Thumbnail

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოისტთა 2022 წლის გრანდ სლემი დაიწყო (3-5 ივნისი). ტურნირის პირველ დღეს ტატამიზე საქართველოს ნაკრების 14 წევრი გადის - 8 კაცი და 6 ქალი.

ქალთა ტურნირში, 57 კგ-მდე წონით კატეგორიის მეორე წრეში საინტერესო დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ეთერ ლიპარტელიანი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის პრიზიორი დარია ბილოდიდი დაუპირისპირდნენ. 

ლიპარტელიანმა ტიტულოვან უკრაინელს არაფერი დაუთმო, დაძაბული ბრძოლა კი დამატებით დროში გადავიდა, რომელიც 9:35 წუთს გაგრძელდა. აქ ბილოდიდმა სამი გაფრთხილება მიიღო და გამარჯვებული 22 წლის ქართველი ძიუდოისტი გახდა.

ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც თბილისის შარშანდელ გრანდ სლემზე ვიცე-ჩემპიონი გახდა, მესამე წრეში ყაზახ სევარა ნიშანბაიევას იპონით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ სამხრეთკორეელი მიმი ჰუჰი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ შარშან თბილისში ტურნირმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, საქართველოს ნაკრებმა კი გამოსვლა 9 მედლითა და გუნდური პირველობით დაასრულა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო. 

კომენტარები

ბოლო ამბები