Thumbnail

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის შეხვედრაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს 5 ივნისს, სტუმრად დაუპირისპირდება. რაზგრადში გასამართ მატჩს 41 წლის ნეაპოლელი არბიტრი ფაბიო მარესკა განსჯის. მთავარი მსაჯის დამხმარეები ჯოვანი ბაკინი და მარკო ბრესმე იქნებიან, მეოთხე არბიტრი ფრანჩესკო ფურნიო იქნება. 

მარესკა ფიფას არბიტრი 2020 წელს გახდა. მას შემდეგ, მან ეროვნული ნაკრებების 3 საერთაშორისო მატჩზე იმუშავა. ამ შეხვედრებში იტალიელმა ფეხბურთელებს 11 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა. აღსანიშნავია, რომ მარესკა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში 2017 წელს შევიდა, როცა იუვენტუსისა და კალიარის (3:0) მატჩში პენალტი პირველად VAR-ის სისტემით გამოყენებით დანიშნა. 

ბულგარეთსა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის შეხვედრა 5 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები