Thumbnail

გოტფრიდის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატზე ტალახაძის გამოსვლას ველით

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტირანაში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა მორიგი მედლები მოიპოვა. ამჯერად, თავი ქალთა შორის 87-კილომდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდმა გამოიჩინა. 

ატაცში ანასტასიამ 106-კილოიანი შტანგა დაძლია, რითაც ამ დისციპლინაში მცირე ბრინჯაო მოიპოვა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა ჯერ 125, შემდეგ კი 129 კილოგრამიც დაძლია, თუმცა ამ დისციპლინაში მე-4 პოზიციაზე გავიდა. ორი დისციპლინის ჯამში მოგროვილი 235 კილოგრამით ანასტასიამ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი (252 კგ) ნორვეგიელი სოფრიდ კოანდა გახდა, მე-2 ადგილზე უკრაინელი ანასტასია მანიევსკა (237) გავიდა. 

26 წლის ანასტასია გოტფრიდი წარმოშობით უკრაინიდანაა. მან 2015 წლიდან საქართველოს სახელით გადაწყვიტა ასპარეზობა და ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი (2016, 1018), 2017 წელს კი ანაჰაიმში მსოფლიოს ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ბოლო დღეს, 5 ივნისს საქართველოს სახელით პლანეტის უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) იასპარეზებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები