Thumbnail
  • ბათუმი 23:14 ყოჩები
  • დიდი ათის ფინალში 4 ლელო გავიდა და 3 მორაგბე გაასინბინეს

დიდი 10-ის 2021/2022 წლების ჩემპიონი ბათუმი გახდა, რომელმაც დიდ ფინალში ბოლნისის ყოჩები 23:14 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ თამაში დინამო არენაზე შედგა, არბიტრი კი საქართველოს საუკეთესო სარაგბო მსაჯი ნიკა ამაშუკელი იყო, რომელიც მატჩის მერე ახალი ელექტრომობილით დაასაჩუქრეს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინალში ერთმანეთს ორი უძლიერესი გუნდი დაუპირისპირდა. რეგულარული გათამაშება ბათუმმა პირველ ადგილზე დაასრულა, ყოჩები კი მეორე იყო. მატჩს ინტრიგას ისიც მატებდა, რომ ზღვისპირელებს სეზონში ერთადერთი თამაში სწორედ ბოლნისელებთან ჰქონდათ წაგებული.

ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი ფინალის ფავორიტად ბათუმი მიიჩნეოდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ჩემპიონებმა 3 ლელოს დადება მოახერხეს, მაშინ როდესაც თავად მხოლოდ 1 მიიღეს. სათქმელია ისიც, რომ რეფერიმ სამი მორაგბე გაასინბინა (ვანო ფუტკარაძე და ალეკო შამილიშვილი ბათუმიდან და ნიკოლოზ რეხვიაშვილი - ყოჩებიდან).

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბათუმელთა კაპიტანი ბექა ურჯუკაშვილი გახდა, რომელმაც 1 ლელოს დადება მოახერხა. ბათუმელებს ბოლო საჩემპიონო ტიტული 2019 წელს ჰქონდათ მოგებული, საერთო ჯამში კი, საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტული მეოთხედ მოიპოვეს.

ბათუმი საქართველოს ჩემპიონია 🔵🏆🇬🇪

Posted by დიდი 10 • Didi 10 on Sunday, June 5, 2022

ბათუმი 23:14 ყოჩები

ბათუმი – 3 ლელო: კ.ბუჯიაშვილი, ურჯუკაშვილი, შენგელია. გარდასახვა: მ.ნინიძე; 2 ჯ: მ.ნინიძე.
ყოჩები – ლელო: ფოფხაძე; 3 ჯ: მალაღურაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები