- ქეცბაიამ შესაძლოა ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს
- 54 წლის სპეციალისტის კლუბის სპორტულ დირექტორთან უთანხმოება აქვს
- ქეცბაია ბაქოს ნეფთჩიში? თემურმა აზერბაიჯანელებს პირობები წაუყენა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ ბოლო დღეებში კვიპროსული მედია აქტიურად წერს, რომლის ცნობით, მიზეზი 54 წლის ქართველ სპეციალისტსა და კლუბის სპორტულ დირექტორს ნეოფიტოს ლარკუს შორის არსებული უთანხმოებაა.
"უხლოეს ხანში ანორთოსისის ადმინისტრაციამ თემურ ქეცბაიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - დატოვოს სკამზე თუ მასთან თანამშრომლობა გაწყვიტოს. ქეცბაია მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას, თუკი სამწვრთნელო შტაბში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება", - წერს კვიპროსული Goal.

კიდევ ერთი კვიპროსული გამოცემა Sportime ქეცბაია-ლარკუს შორის არსებულ დაძაბულობაზე უფრო ვრცლად წერს:
"უნდა გაირკვეს თემურ ქეცბაიას ანორთოსისში ყოფნა-არყოფნის საკითხი და ეს მხოლოდ დროის საკითხია. ქართველი სპეციალისტი არ არ ეთანხმება ცვლილებებს, რომელსაც ნეოფიტოს ლარკუ სამწვრთნელო შტაბში აპირებს. ქეცბაია მოითხოვს, რომ მისი თანაშემწეები თანამდებობებზე დარჩნენ, სპორტული დირექტორი კი ფიქრობს, რომ ცვლილებები საჭიროა. ფამაგუსტას კლუბისთვის ეს გადამწყვეტი დღეა.
გასაგებია, რომ ლარკუ-ქეცბაიას ურთიერთობა არცთუ იდეალურად დაიწყო და მათ თანამშრომლობაში განხეთქილება ძალიან სწრაფად განჩდა, ჩვენ კი ველოდებით, რომ საკითხი დღეს გაირკვევა".

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია ფამაგუსტას ანორთოსისში, რომელშიც 2004-09 წლებშიც მუშაობდა, მთავარ მწვრთნელად 2019 წლის ზაფხულში დაბრუნდა და ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქეცბაიამ, რომლის თანაშემწე სოსო ჭედიაა, წინა სეზონში კლუბს კვიპროსის თასი მოაგებინა - პირველი ტიტული 13 წლის შემდეგ.
კომენტარები