Thumbnail

ჩოგბურთი | გორგოძე ვალენსიის ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე 7:6 (7:4), 7:6 (7:3) პერი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ორივე სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 115 ათასი დოლარი) მერვედფინალში გავიდა.

გორგოძე BBVA Open Internacional de Valencia-ს პირველ წრეში ფრანგ დიან პერის გაეჯიბრა და მსოფლიოს 82-ე ჩოგანთან ფავორიტად არ მოიაზრებოდა, თუმცა, მეტოქე ორ სეტში 7:6 (7:4), 7:6 (7:3) დაამარცხა.

ანგარიშიდანაც სჩანს, რომ მატჩი დაძაბულად წარიმართა და ორივე სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. საინტერესოა, რომ ქართველმა და ფრანგმა ჩოგბურთელებმა ერთმანეთის მოწოდება სამ-სამჯერ აიღეს, თუმცა, თუკი პერიმ სამივე შანსი გამოიყენა, ეკოს ერთბაშად 14 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.

თუ ვის შეხვდება გორგოძე ვალენსიის ტურნირის მე-2 რაუნდში, მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც მე-4 ნომრად განთესილი ნიდერლანდელი არანჩა რუსი ესპანელ ირენ ბურილიო ესკორიჰუელას გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები