Thumbnail

რუსები 6 წლით პრემიერლიგის გარეშე - 50-მილიონიანი კონტრაქტი გაწყდება?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რუსულ კომპანიასთან პრემიერლიგას 6-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს
  • კლუბებმა ახალი სეზონის კალენდარზეც უნდა იმსჯელონ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ამ კვირაში ინგლისის პრემიერლიგის ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე რუსულ Match TV-თან ევროებში 50-მილიონიანი ხელშეკრულების გაწყვეტას განიხილავენ, უკრაინაში ომთან დაკავშირებით. წინა ხელშეკრულება, რომელიც პრემიერ ლიგას Rambler-თან ჰქონდა გაფორმებული, მარტში ამავე მიზეზით გაწყდა. 

ახალი კონტრაქტი Match TV-თან აგვისტოში უნდა შევიდეს ძალაში, ის 6-წლიანია. ვინაიდან უკრაინაში ომი გაიწელა და რუსეთი კვლავ ცდილობს მეზობელი ქვეყნის დაპყრობას, პრემიერლიგის კლუბებმა უნდა გადაწყვიტონ, რა მოუხერხონ რუსულ კონტრაქტს. Match TV "გაზპრომ მედიას" საკუთრებაა, რომლის უკანაც ომის უშუალო დამნაშავე რუსეთის მთავრობა დგას.

ინგლისელები მიიჩნევენ, რომ ამ ხანგრძლივი კონტრაქტის გაუქმება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მისი გარკვეული ხნით შეჩერება. გადაწყვეტილებას კი ყოველწლიური გენერალური შეხვედრა ამ კვირაში მიიღებს. 

ამის გარდა, პრემიერლიგა განიხილავს ახალი სეზონის კალენდრის საკითხს, რომელიც 16 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს. სეზონი მე-16 ტურის შემდეგ დროებით შეჩერდება, რომელიც 12-13 ნოემბერს უნდა გაიმართოს. მიზეზი კატარის მუნდიალია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის უჩვეულო დროს იმართება. ყოველი ტური სამ დღეზე იქნება გაწელილი, რაც TV მაუწყელბლების ერთ-ერთი პირობაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები