Thumbnail
  • 📅 9 ივნისი | 🏟 ტოშე პროესკი | ⌚ 22:45 | ⚽ ჩრდ. მაკედონია V საქართველო
  • საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობა მაკედონიელთა წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მე-3 ტურში სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდების ძირითადი შემადგენლობები უკვე ცნობილია.

ვილი სანიოლმა შემადგენლობაში როტაციას ამჯერადაც მიმართა. მაგალითად, ბულგარეთთან (5:2) ბოლო მატჩისგან განსხვავებით სასტარტოში ორი ცვლილება მოხდა. კარს გიორგი ლორიას ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომელიც ეროვნულ გუნდში მესამედ ითამაშებს, ოფიციალურ შეხვედრაში კი სულაც პირველად, ირაკლი აზაროვის პოზიციაზე კი გიორგი წიტაიშვილი ითამაშებს.

როგორც ბულგარეთთან, ამ მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე, ხოლო საბა ლობჟანიძე ისევ სათადარიგო სკამზეა. ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია:

ჩრდ. მაკედონია (4-4-2): დიმიტრიევსკი - აშკოვსკი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი - ელმასი, სპიროვსკი, ბარდი, ჩურლინოვი - მ. რისტოვსკი, ტრაიკოვსკი

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, ხოჭოლავა - კაკაბაძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, წიტაიშვილი - დავითაშვილი, კვარაცხელია - ზივზივაძე.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოშია, გიორგი ლორია - არა
📸 | ფოტოები: nakrebi.ge

საქართველოს ნაკრები 2 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 6 ქულით ჯგუფის ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 9 ივნისს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს, რომელმაც ბოლო ტურში გასვლაზე გიბრალტარს 2:0 აჯობა. ჩრდილოეთ მაკედონიას ორ ტურში 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 1, ხოლო გიბრალტარი უქულოდ ბოლო ადგილზეა. საქართველოს ნაკრებს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (6 მოგება, 1 ფრე).

კომენტარები

ბოლო ამბები