Thumbnail

კონტრაქტი შეჩერებულია - რუსები ინგლისის პრემიერლიგას ვერ ნახავენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინგლისის პრემიერლიგამ Match TV-თან ხელშეკრულება შეაჩერა
  • პრემიერლიგის ბოსები ამბობენ, რომ რუსეთმა მათ სხვა გზა არ დაუტოვა

ინგლისის პრემიერლიგამ რუსულ Match TV-თან 6-წლიანი კონტრაქტი შეაჩერა, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიონი ევროა. ინგლისში პრემიერლიგის ყოველწლიური შეხვედრის კვირეული მიმდინარეობს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ესეც განიხილეს. Match TV-თან ხელშეკრულება აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში 2022/23 წლების სეზონის დადგომასთან ერთად. მანამდე პრემიერლიგამ Rambler-თან კონტრაქტი უკრაინაში ომის გამო მარტში შეაჩერა, რომელსაც ვადა სეზონის დასრულებასთან ერთად გაუვიდა.

ჯერჯერობით უცნობია ახალი კონტრაქტი რამდენ ხანს იქნება შეჩერებული ან საბოლოოდ გაუქმდება თუ არა ის. პრემიერლიგის ბოსებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა თავისი ქმედებით მათ სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვა. 

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთი ვლადიმირ პუტინის ბრძანებით უკრაინაში შეიჭრა. მას მერე, რუსული სპორტი თითქმის მთლიან იზოლაციაში მოექცა. 

კომენტარები

ბოლო ამბები