Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირზე ნიკ კირიოსთან დამარცხდა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6, 4:6, 3:6 ნიკ კირიოსი
  • ქართველი შტუტგარტის ტურნირის მეორე წრეში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (26) შტუტგარტის 250-იანი კატეგორიის ტურნირის მეორე წრეში ავსტრალიელ ნიკ კირიოსსთან (78) დამარცხდა. 

პირველი სეტი თანაბრად წარიმართა, ბრეიკ პოინტი ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება ვერერთმა შეძლო. ბასილაშვილმა მე-12 გეიმზე კირიოსის ორი სეტ-პოინტი გადაარჩინა, ტაიბრეიკზე კი ავსტრალიელს აჯობა და პირველი სეტი მოიგო - 7:6. 

სამწუხაროდ, ქართველმა მეორე სეტის პირველი გეიმი საკუთარ მოწოდებაზე დათმო, მას შემდეგ კი ბრძოლა არცერთ გეიმში აღარ ყოფილა და სეტი კირიოსმა მშვიდად მოიგო - 6:4. 

მესამე სეტის პირველი 3-3 გეიმი ჩოგბურთელებმა საკუთარ მოწოდებაზე მშვიდად მოიგეს, მეშვიდე გეიმში ნიკამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და გეიმი დათმო. მე-9 გეიმში კი ბასილაშვილმა კვლავ შეცდომები დაუშვა და გადამწყვეტი სეტი 3:6 დათმო. 

ქართველმა შტუტგარტის ტურნირზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა და ქულები დაიცვა. ფულადი პრიზის სახით კი 12 150 ევროს მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები