Thumbnail

საუკეთესო ისევ კვარაცხელია იყო - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურში თბილისში ბულგარეთის ნაკრებთან ფრედ, 0:0 ითამაშა და ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ ქულები დაკარგა.

ვილი სანიოლის გუნდი დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ამის გოლში ასახვა ვერ მოახერხა. სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასა და ყველაზე მაღალი ქულა ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერა - 8.5. შემდეგ მოდიან ლაშა დვალი 7.3 და ანზორ მექვაბიშვილი 7.2 ქულით. ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების საშუალო შეფასება 6.75 ქულა იყო, ხოლო ბულგარეთის - 6.64.

გიორგი ლორია 6.5; საბა ლობჟანიძე 6.6; დავით ხოჭოლავა 7; გურამ კაშია 6.9; ირაკლი აზაროვი 6.6; ანზორ მექვაბიშვილი 7.2; ნიკა კვეკვესკირი 6.5; ხვიჩა კვარაცხელია 8.5; ვაკო ყაზაიშვილი 6.6; გიორგი მიქაუტაძე 6; გიორგი წიტაიშვილი 7; ბუდუ ზივზივაძე 6.3; ოთარ კიტეიშვილი 6; ზურიკო დავითაშვილი 6.2;

ქართველთა რიგებში საუკეთესო კვარაცხელიამ კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, 3-ჯერ საკვანძო პასი შეასრულა, 24 პასი გააკეთა, საიდანაც 75% ზუსტი იყო, დრიბლინგის 9 მცდელობით გამოირჩა და ბურთს 70-ჯერ შეეხო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მე-4 ჯგუფს 4 ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერობს. მე-2 ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებია, რომლის აქტივში 7 ქულაა და მომდევნო ტურში, 23 სექტემბერს, სწორედ ეს გუნდები თბილისში დაუპირისპირდებიან. აქვე ვახსენოთ, რომ ვილი სანიოლის გუნდს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე).

კომენტარები

ბოლო ამბები