Thumbnail

სისხლიანი დერბი ბელგრადში - და ესენი მუნდიალზე მიდიან!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პარტიზანის და ცრვენა ზვეზდას დუელი ისევ სისხლიანი გამოვიდა.
  • 17 ულტრასი ფანი მძიმედ დაშავდა.
  • სერბები მუნდიალზე მიდიან - ბრაზილიელ, შვეიცარიელ და კოსტა რიკელ ქომაგებს უკვე ეშინიათ.

სისხლიანი სახეები, აგრესიული ფანები, კვამლში გახვეული სტადიონი - ბელგრადის დერბის ფოტოები საშიში სანახავია.

ცრვენა ზვეზდას და პარტიზანის დაპირისპირება, რომელიც 1:1 დასრულდა, კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, მერამდენედ გადაიზარდა სისხლიან ჩხუბში. ბელგრადის დერბიში თითქმის ყოველთვის ასე ხდება ხოლმე - ეს არის ძალადობის სპექტაკლი, რომელშიც ამჯერად, მინიმუმ 17 ფანი მძიმედ დაშავდა.

ბელგრადის დერბიში სისხლი რომ იღვრება, ეს ყველამ იცის, მაგრამ წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც სერბეთის ნაკრები სწორედ ასეთ აგრესიულ ულტრასებთან ერთად მიემგზავრება. სერბეთის ნაკრები მუნდიალზე ჯგუფში ბრაზილიასთან, შვეიცარიასთან და კოსტა რიკასთან ერთად მოხვდა. შესაბამისად, ბრაზილიელ, შვეიცარიელ და კოსტა რიკელ ქომაგებს უკვე ეშინიათ.

ჩხუბი ამჯერად ულტრასების ორმა დაჯგუფებამ, Young Boys-მა და Alcatraz-მა წამოიწყო. ნომინალური მასპინძელი პარტიზანი იყო. როგორც ირკვევა, ცრვენა ზვეზდას ფანებს პარტიზანის ულტრასებისთვის განკუთვნილი ბილეთები ჰქონდათ. პარტიზანის ქომაგებმა შეამჩნიეს, რომ მათ შორის “მტრები” იყვნენ და… პირველ რიგში ტანსაცმელი შემოახიეს. მერე კი დაიწყო ის, რის შედეგებსაც ფოტოებზეც ხედავთ.

ბელგრადის დერბი ასეთ ვითარებაში მიმდინარეობდა

Sky Sports-ის ინფორმაციით, პოლიცია ჩხუბში მაშინვე ჩაერია და ნახევრად შიშველი და დასისხლიანებული ულტრასები სტადიონიდან გაიყვანა. თამაში გაგრძელდა და 1:1 დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები