Thumbnail
  • ორიაკი 37:26 ტულუზა
  • ქართველი მორაგბეები საფრანგეთში დუბლების ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ

საფრანგეთში ესპუარების (დუბლები) ჩემპიონატი დასრულდა, რომლის ფინალშიც ერთმანეთს ორიაკი და ტულუზა შეხვდნენ. ორიაკმა ფინალი 11 ქულით მოიგო - 37:26. ორიაკის რიგებში 6 ქართველი მორაგბე თამაშობდა: მიხეილ ალანია, ბექა შვანგირაძე, დაჩი პაპუნაშვილი, ბასა ხონელიძე, ირაკლი მჭედლიძე და ნიკოლოზ ქარდავა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგულმა მედიამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბასა ხონელიძე დაასახელა, რომელმაც ფინალში ორი ლელო დადო. 18 წლის მორაგბე მოედანზე 51-ე წუთზე შევიდა და თანაგუნდელებს დიდი დახმარება გაუწია.

ხონელიძემ 57-ე და 61-ე წუთებზე შეძლო ლელოს დადება და ორიაკს თამაშის შემოტრიალებაში დაეხმარა. ტულუზა შეხვედრას 13 ქულით იგებდა და ორიაკმა სწორედ ხონელიძის ორი ლელოს შემდეგ შეძლო წინ გასვლა. გარდა ამისა, ფრანგულმა მედიამ მიხეილ ალანიას კარგი თამაშიც გამოარჩია.

შეგახსენებთ, რომ ორიაკის ძირითად გუნდში რამდენიმე ქართველი თამაშობს. ეს გუნდი დიდ აქცენტს აკეთებს ქართველ მორაგბეებზე და მათ ძირითად და მეორე გუნდში ხშირად ათამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები