Thumbnail

მუნდიალი 2022 | კოსტა რიკა მსოფლიოს ჩემპიონატზეა - ყველა მონაწილე გაირკვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კოსტა რიკა 1:0 ახალი ზელანდია
  • მსოფლიოს ჩემპიონატის 32-ვე მონაწილე ცნობილია

კოსტა რიკა ბოლო ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ლუის ფერნანდო გუზმანის გუნდმა პლეი ოფში ახალი ზელანდიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. დოჰაში გამართული მატჩის ერთადერთი გოლი დასაწყისშივე მე-3 წუთზე გავიდა და თავი ჟოელ კემპბელმა გამოიჩინა.

ჟოელ კემპბელი კოსტა რიკის ლიდერია

ამგვარად, კოსტა რიკის ნაკრები მუნდიალზე ითამაშებს, ისტორიაში მეექვსედ და ზედიზედ მესამედ, რადგან 2014 და 2018 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეცაა. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველა ჯგუფი კი ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი

კატარი
ეკვადორი
სენეგალი
ნიდერლანდები

B ჯგუფი

ინგლისი
ირანი
აშშ
უელსი

C ჯგუფი

არგენტინა
საუდის არაბეთი
მექსიკა
პოლონეთი

D ჯგუფი

საფრანგეთი
ავსტრალია
დანია
ტუნისი

E ჯგუფი

ესპანეთი
კოსტა რიკა
გერმანია
იაპონია

F ჯგუფი

ბელგია
კანადა
მაროკო
ხორვატია

G ჯგუფი

ბრაზილია
სერბეთი
შვეიცარია
კამერუნი

H ჯგუფი

პორტუგალია
განა
ურუგვაი
სამხრეთ კორეა

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები