Thumbnail
  • 22 წლის ფეხბურთელს გენტთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით აკავშირებს
  • დიდი ალბათობით, ბელგიური კლუბი ნახევარმცველს ისევ იჯარით გაუშვებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც კონტრაქტი ბელგიურ გენტთან კიდევ ერთი სეზონით აკავშირებს, კარიერას დიდი ალბათობით ისევ იჯარით გააგრძელებს. ასეთ ვარაუდს Voetbalkrant გამოთქვამს.

"გენტს კიდევ აქვს სამუშაო ფეხბურთელების გაშვება-დამატების მხრივ. ოსმან ბუკარისა და გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევში თითქმის ყველაფერი გარკვეულია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ბუკარი საბოლოოდ მიდის, ჩაკვეტაძის შემთხვევაში კი ახალი იჯარა იქნება", - წერს ბელგიური საიტი.

გიორგიმ სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ჰამბურგში გაატარა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 2020/21 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ჰამბურგში გაატარა, რომლის მაისურით მეორე ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე ჯამში ჩატარებულ 12 შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი მიითვალა. გიორგი გერმანულ კლუბში დარჩენის სურვილს გამოთქვამდა, თუმცა ჰამბურგმა მისი გამოსყიდვა გადაიფიქრა. 

ცნობილია, რომ გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებით დაინტერესებულია მისი ყოფილი კლუბი დინამო თბილისი, რომლის პრეზიდენტთან რომან ფიფიასთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრის შესახებ თავად გიორგიმაც განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლის ზაფხულში, დინამო თბილისიდან გადავიდა, თუმცა ბელგიურ კლუბში შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ხშირი ტრავმების გამო ვერ შეძლო. ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები