Thumbnail
  • სამგურალი 2:1 დინამო თბილისი
  • გაგრა 0:3 დინამო ბათუმი
  • ლოკომოტივი 2:1 საბურთალო

სანაკრებო მატჩების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი მე-17 ტურის მატჩებით განახლდა. ჩემპიონატის ყველაზე საინტერესო მატჩი წყალტუბოში გაიმართა, სადაც სამგურალმა დინამო თბილისს 2:1 მოუგო.

გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა გოლი მე-5 წუთზე გაუშვა, დინამო თბილისი ოსეი ბარნსმა დააწინაურა, თუმცა 3 წუთში ბაშელეიშვილმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო მეორე ნახევარში ნიკა კალანდარიშვილმა მასპინძლები დააწინაურა. წყალტუბოელთა მცველი საოცარ ფორმაშია, მან ჩემპიონატში მეოთხედ გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ კალანდარიშვილმა წინა ტურში დინამო ბათუმსაც გაუტანა.

გიორგი მიქაძის გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გადავიდა. სამგურალს 33 ქულა დაუგროვდა და დინამო თბილისს 1 ქულით უსწრებს.

ჩემპიონატის ლიდერმა, დინამო ბათუმმა ''დინამო არენაზე'' გაგრას 3:0 სძლია. ბათუმელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილს არ უთამაშიათ, მაგრამ გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს მარტივად აჯობა. გაგრას პირველი გოლი მამუკა კობახიძემ გაუტანა, ხოლო მეორე ნახევარში თავი გოლებით თორნიკე გაფრინდაშვილმა და ჯაბა ჯიღაურმა გამოიჩინეს. ჯიღაურის გოლი ჩემპიონატის მეორე წრის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია. დინამო ბათუმს 38 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.

თბილისის ლოკომოტივმა დედაქალაქის დერბიში საბურთალოსთან ჩემპიონატის პირველი მატჩი მოიგო. საგურამოში გამართულ მატჩში ირაკლი ჭიაბრიშვილმა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ლოკომოტივს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანეს, რის შემდეგაც საბურთალომ ერთი ბურთი გაქვითა - თავი ბრაზილიელმა ჟულიუს ვინისიუმა გამოიჩინა. ლოკომოტივის რიგებში ნიკოლოზ გრიგალაშვილისა და ლაშა კალანდაძის დებიუტი შედგა, რომლებიც ლოკომოტივის მეორე გუნდიდან დააწინაურეს.

ლოკომოტივმა პირველი სამი ქულა მოიპოვა და მე-9 ადგილზე მყოფ ბოლნისის სიონს 14 ქულით ჩამორჩება. მე-17 ტური ტორპედოსა და ბოლნისის სიონის მატჩი დასრულდება, რის შემდეგაც კიდევ ერთი ტური გაიმართება და ეროვნული ლიგა აგვისტოში განახლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები